ახალი ამბები
ახალკახათში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს
ზუგდიდის სოფელ ახალკახათში სურსათის მაღაზიის წინ განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. შემთხვევა, ადგილობრივების ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით მოხდა. მათივე ცნობით, მაღაზიის მიმდებარედ დამონტაჟებული ორი სათვალთვალო კამერიდან ერთი დაზიანებულია.

სავარაუდოდ, დამნაშავე სამი პირია, რომელიც ერთ-ერთმა კამერამ დაფიქსირა. როგორც სოფელში ამბობენ, იგივე აპარატი რამდენიმე დღის წინ დააზიანეს.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
Print