აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წებელდის პოლიგონზე, "სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნები გაიმართა",  რეზერვის 1 - ლი მსროლელი პოლკის პერსონალთან კოორდინაციის მიზნით"
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სარეზერვო ფორმირების სამხედრო მოსამსახურეებმა პირადი შემადგენლობის მომზადების პრაქტიკა გაიარეს და საბრძოლო მომზადების სტანდარტული ნორმატივები ჩააბარეს.
 
მანამდე, 3 ოქტომბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. 
დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიწვევენ 18 - დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები