გალის რიონის, სოფელ შაშიკვარასთან არსებულ ნაგავსაყრელზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „გალ-მედიას“ გალის რაიონის ე.წ ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ადლეიბამ განუცხადა. მისი თქმით, ცეცხლის კერების ქრობას, გუშინ და დღეს მოსულმა წვიმებმა შეუწყო ხელი.
გალში, სოფელ შაშიკვარას ნაგავსაყრელი ამ დრომდე იწვის. გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის დმიტრი ადლეიბას განცხადებით, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ შესაბამისი საქალაქო სამსახურები და პოლიგონზე უახლოეს დროში მოხდება ხანძრის კერების ლიკვიდირება.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსული სამხადრო ბაზის სამხადროებისთვის "ანტიტერორისტული" სწავლება ჩატარდა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სადაზვერვო ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობისთვის წებელდის პოლიგონზე წვრთნები გაიმართა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ ოჩამჩირეში, ნაღვალოუს პოლიგონზე "სპეციალური ტაქტიკური წვრთნები ჩაატარა", წერს "აფსნიპრესი" უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების სრულ განაკვეთზე მყოფი" სნაიპერებისთვის, ნაღვალოუს პოლიგონზე წვრთნები გაიმართა, ინფრომაციას, ე.წ. თავდაცვის სამინისტრო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წებელდის პოლიგონზე, "სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნები გაიმართა", რეზერვის 1 - ლი მსროლელი პოლკის პერსონალთან კოორდინაციის მიზნით"
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს წვრთნები უტარდებათ. სამხრეთის სამხედროს ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბრძოლო მომზადების პროგრამის ფარგლებში, წებელდის ნაღვალოუს
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.