ახალი ამბები
Animal Care-ს მხარდაჭერით ზუგდიდში 50-მდე ძაღლს სტერილიზაცია ჩაუტარდა
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია Animal Care-ს ფინანსური მხარდაჭერით სტერილიზაციის აქცია ჩატარდა. ადგილობრივებს საკუთარი ცხოველისთვის უფასო ოპერაციის ჩატარება რამდენიმე დღის განმავლობაში შეეძლოთ. ოპერაციები ვეტერინარ ემზარ ჭაჭუას კლინიკაში ჩატარდა. 

Animal Care-ს თანადამფუძნებლის, ლაშა ოქრომჭედლიშვილის თქმით, ამ გზით ორგანიზაცია რეგიონებში ცხოველების პოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას და ცხოველთა მეპატრონეების წახალისებას ცდილობს. 

აქციის დაგეგმვაში ადგილობრივმა ცხოველთა მოყვარულებმა და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათი ინფორმაციით, უფასო სტერლიზაციის აქციით სარგებლობის სურვილი რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გამოთქვა, რაც მათივე თქმით, ადგილზე მსგავსი უფასო სერვისის არსებობის საჭიროებაზე მიუთითებს. ისინი საკითხე მომუშავე ორგანიზაციებსა და კერძო ბიზნესს მიუსაფარი ცხოველების პრობლემის ამ გზით მოგვარებაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
Print