ახალი ამბები
უამინდობის გამო ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ზუგდიდის ნაწილს, მათ შორის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდა. "ენერგო პრო ჯორჯიაში" რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ავარიული გათიშვა ძლიერი ქარის გამო მოხდა. ამავე ცნობით შესაბამისმა ჯგუფებმა სამუშაოები ოპერატიულად დაიწყეს და მოსახლეობას ელექტოენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უამინდობა რამდენიმე დღე გაგრძელდება.
Print