ახალი ამბები
ზუგდიდის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება
უამინდობის გამო ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. "ენერგო პრო ჯორჯიაში" რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ამ ეტაპზე გათიშულია სოფელი კოკი, ორსანტია და ჯიხაშკარი. მათივე თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ავარიული გათიშვები ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

კომპანიის განმარტებით, სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, რომ ელექტროენერგიის მიწოდება დარჩენილ სოფელებში დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგეს.
Print