ახალი ამბები
ახალსოფელში სტიქიამ დაზიანებული საავტომობილო ხიდი კიდევ უფრო ჩამოშალა
სტიქიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ხიდი კიდევ უფრო დააზიანა. ხიდი ბოლო ორი თვის განმავლობაში ამორტიზებული იყო, ბოლო დღეების განმავლობაში უხვმა ნალექმა და წყლის მომატებამ კი ის საბოლოოდ ჩამოშალა. 

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ჯერ კიდევ ივლისის თვეში შეიზღუდა და ადგილობრივები ამ დრომდე ალტერნატიული გზით სარგებლობენ. 

სოფელში მერის რწმუნებულმა ზურაბ ფაჟავამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ხიდის რეაბილიტაციის პროექტი უახლოეს დღეებში იქნება მზად და შესაბამისი სამუშაოებიც მალევე დაიწყება. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
Print