ახალი ამბები
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო ზუგდიდსა და მარტვილში ყველა გასართობი ღონისძიება გადაიდო
თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა გასართობი ღონისძიება გადაიდო. მათ შორის, ღონისძიებები ღვინის ფესტივალის ფარგლებში გადადებულია მარტვილსა და ზუგდიდშიც. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გიორგი გუგუჩიამ განაცხადა.

გუშინ, 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მოწყობილ შადრევანში მეგობრის დასახმარებლად ჩასული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ამ დრომდე კლინიკაში რჩება კიდევ ორი არასრულწლოვანი.


ფოტო: ნენე დალაქიშვილი






Print