ახალი ამბები
ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ჩხოროწყუს სოფელ ლეწურწუმეში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა. სოფელში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, შემთხვვეა წუხელ გვიან ღამით მოხდა, რა დროსაც სახლში შუახნის ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სახლიდან საოჯახო ნივთებისა და ავეჯის გამოტანა ვერ მოხერხდა.

"სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია აალება. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა შეძლო ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ ხის სახლი იყო და ვერც სახლის და ვერც ნივთების გადარჩენა ვერ მოესწრო", - თქვა დამენიამ.

მისივე ინფორმაციით, ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზარალის შესაბამისად დაეხმარებიან.




Print