ახალი ამბები
ზუგდიდში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ავარიულად გაეთიშა
ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ქუჩასა და სოფლებში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, მათგან ზოგ ადგილზე მიზეზი ავარიული შეწყვეტაა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დენი ავარიულად გათიშულია თამარ მეფის, ზვიად გამსახურდიას და ვლადიმერ ხორავასა და მიმდებარე ქუჩებზე, დენის მიწოდება შეწყვეტილია სოფელ ინგირის, ახალაბასთუმნისა და კახათის ნაწილში მოსახლეობისთვის.

კომპანიაში აცხედებენ, რომ ტექნიკური ჯგუფები მისამართებზე უკვე მუშაობენ და ელექტროენერგიის მიწოდება დღის განმავლობაში აღდგება.

Print