ახალი ამბები
სოხუმის "პროკურატურა" შეამოწმებს, როგორ მოხვდა მაღაზიებში რუსული "ხაში" ქართული დროშით
სოციალური ქსელის აფხაზური სეგმენტის ერთი - ერთმა მომხმარებლმა 24 ოქტომბერს გამოქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს ქილა, რუსული წარწერით, ხაში, ხოლო ეტიკეტზე ქართული დროშაა გამოსახული, პოსტის ავტორის თანახმად, პროდუქტი ბიჭვინთის მაღაზიების დახლებზე გაჩნდა. როგორც ირკვევა, პროდუქტი, არა საქართველოში, არამედ, სტავროპოლის მხარეში, ნოვოალეკსანდროვსკის ხორცკომბინატშია დამზადებული.

აფხაზური გამოცემა "ნუჟნაია გაზეტას" ინფორმაციით, სოცმედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით, "სოხუმის გენპროკურატურამ რაიონულ პროკურატურებს და ქალაქ სოხუმის პროკურატურას დაავალა შეამოწმონ კონკრეტული პროდუქტის იმპორტისა, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ღვინის შეტანა და რეალიზაციის" საკითხები. გარდა ამისა, გაარკვიონ, თუ როგორ მოხვდა სკოლებში მე-7 კლასისთვის განკუთვნილი გეოგრაფიის ატლასი, რომლის ყდაზეც, საქართველოს დროშაა გამოსახული.

შემოწმების შედეგებზე დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი, ნათქვამია ე.წ. გენპროკურატურის განცხადებაში.

Print