ახალი ამბები
აფხაზეთიდან რუსეთში 50 000 ტონამდე ციტრუსის გატანა იგეგმება
სეზონის დასაწყისიდან 25 ოქტომბრამდე, აფხაზეთიდან რუსეთში 118 ტონამდე ციტრუსი გაიტანეს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რესპუბლიკიდან "საექსპორტოდ" 367 ტონა გავიდა, ამის შესახებ ადგილობრივ მედიას "სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალიას ლაბახუამ განუცხადა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ წელს შარშანდელზე მეტი მოსავალია მოსალოდნელი, რასაც ციტრუსის მეურნეობებიც ადასტურებენ.

ამავე ცნობით, 2021 წელს აფხაზეთიდან რუსეთში 21 000 ტონაზე მეტი ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა, თუმცა 27 000 ტონის გატანა იგეგმებოდა.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბესლან ჯოპუამ განაცხადა, რომ 2022 წელს აფხაზეთში ციტრუსის "ექსპორტმა" შესაძლოა 50 000 ტონას მიაღწიოს.




Print