ახალი ამბები
ზუგდიდში მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს - ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა
ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მდებარე მინისტადიონზე არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტი თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოყვა. მათივე თქმით, ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.


Print