ახალი ამბები
ზუგდიდში ტექნოლოგიური კვირეული ჩატარდება
ზუგდიდის ტექნოპარკისა და Smart Digital-ის ორგანიზებით, 9-12 დეკემბერს "ტექნოლოგიური კვირეული" გაიმართება. ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიება მიზნად ახალგაზრდების ტექნოლოგიებითა და მომავლის პროფესიებით დაინტერესებას ისახავს.

"ზუგდიდის ტექნოლოგიური კვირეულის" მონაწილეები შეისწავლიან დრონების მართვას, გაეცნობიან ელექტრო ინჟინერიის საწყისებსა და Arduino-ს მიკროკონტროლერების მუშაობის პრინციპებს. კვირეულის ფარგლებში მოეწყობა საველე გასვლა, სადაც მონაწილეები ჩაერთვებიან დრონების მართვის პრაქტიკულ ვორქშოპში.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე დაინტერესებულ პირებს, ვისაც აქვთ მოტივაცია და სურვილი დაეუფლონ ახალ მიმართულებებს", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადა 6 დეკემბერია.
Print