რეგიონი
ზუგდიდში ძველის ნაცვლად 5 ახალი საბავშო ბაღი აშენდება
ზუგდიდში ძველი საბავშო ბაღების ნაცვლად ქალაქის ტერიტორიაზე ორი და სამ სოფელში ხუთი ახალი საბავშო ბაღი აშენდება. საუბარია ქალაქ ზუგდიდის მეხუთე და მერვე საბავშო ბაღებზე, ასევე, ქვემო კახათის, სოფელ ოდიშისა და ერგეტის საბავშო ბაღებზე.

მერიის ა.ა.ი.პ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ რადიო ,,ათინათს’’ უთხრა, რომ მათ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბაღების ჩამონათვალი გააგზავნეს და სამინისტროდან მიღებული ინფორმაციიდან პირველ ეტაპზე აღნიშნული ხუთი ბაღი შეირჩა.

როდის დაიწყება მშენებლობა და შესაბამისი სამუშაოებ, დეტალები, ამ დროისთვის უცნობია.

Print