რეგიონი
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
ზუგდიდში ოჯახი და ახლობლები 24 წლის საბა კვირკვიას მესამე დღეა ეძებენ. რადიო “ათინათის” ინფორმაციით, ის ბოლოს პარასკევს, დღის პირველ ნახევარში ნახეს, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება. ოჯახმა უკვე მიმართა პოლიციას.

დაკარგული მამაკაცის და ინფორმახიას სოციალურ ქსელში ავრცელებს და დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.


“ვეძებთ!!!!!! ქალაქ ზუგდიდში!!!

თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ, ვინმემ სადმე ნახეთ, ყველანაირი ინფორმაციისთვის მომწერეთ ან დამირეკეთ!!!! ორი დღეა სახლიდან გავიდა და არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, არის მაღალი, გამხდარი, წვერებით. აცვია ლურჯი ქურთუქი ნაცრისფერი კაპიშონით”,-წერს თაკო კვირკვია და მის ტელეფონის ნომერსაც ავრცელებს.

ინფორმაციის ქონის შემთხვევაში ოჯახს შეგიძლიათ შემდეგ ნომერზე დაუკავშირდეთ: 568 000 330

Print