ახალი ამბები
9 თვის განმავლობაში 3 ათასამდე შრომითი მიგრანტი შემოვიდა - სოხუმი
სოხუმში აცხადებენ, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 2964 " შრომითი მიგრანტი" ჩავიდა, რაც 759 ადამიანით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას "საიმიგრაციო სამსახურის" ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ბგანბამ უთხრა.

ბგანბას თქმით, წინა წლებში "პანდემიისა და ჩაკეტილი საზღვრების გამო უცხოელი მუშახელის დეფიციტი იყო, ახლა ასეთი პრობლემები არ არის".

ამავე ინფორმაციით, აფხაზეთში ძირითადად შუა აზიიდან, კერძოდ, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, კორეის სახალხო - დემოკრატიული რესპუბლიკიდან და თურქეთიდან ჩადიან, როგორც დაქირავებული მუშები, მხოლოდ მცირე ნაწილი - "იურიდიული პირების ან ინდივიდუალური მეწარმეების მოწვევით" .

სამუშაო ვიზის მისაღებად "უცხოელებმა" უნდა გადაიხადონ 6 ათასი რუბლი და ამდენივე, "მუშაობის ნებართვის მისაღებად".



Print