ახალი ამბები
"აფხაზეთის უმაღლესი ჯილდო" საქართველოს ცეკას გამოზრდილს გადაეცა - "არუაა" ანქვაბზე
აფხაზ ვეტერანთა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია "არუაამ" უკმაყოფილება გამოხატა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო. ასლან ბჟანიამ "აფხაზეთის უმაღლესი - "ახძ-აფშას" ("პატივი და დიდება")

ხარისხის ორდენით დააჯილდოვა "მინისტრთა კაბინეტის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ანქვაბი.

ვეტერანები აცხადებენ, რომ ანქვაბი ცნობილია, როგორც ქართულ-აფხაზური ომის დროს ყველაზე "შელახული" რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსი. "არუაას" წევრები მას "საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გამოზრდილს უწოდებენ, წერს " ეხო კავკაზა".

"შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ აღძრულია იყო სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან სუკ-ისთვის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელსაც იოსელიანი ხელმძღვანელობდა, ფაქტობრივად, ქართული მხარისთვის. გამოძიების დროს დადასტურდა გადაცემის ფაქტი, თუმცა იურისტები მას უფლებამოსილების გადამეტებად აფასებდნენ.

ვლადისლავ არძინბამ საჯაროდ დაადანაშაულა ანქვაბი იმაში, რომ მან იცოდა საქართველოს შემოჭრის გეგმების შესახებ, მაგრამ არ გააფრთხილა ქვეყნის ხელმძღვანელობა. შემდგომში ა.ანქვაბი გაათავისუფლეს მინისტრის პოსტიდან, წლების განმავლობაში ის არ ჩამოდიოდა აფხაზეთში საზოგადოების გაკიცხვის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

ვეტერანთა ორგანიზაციამ 2014 წლის მოვლენებიც გაიხსენა, რის შედეგადაც ანქვაბი, როგორც "პრეზიდენტი", თანამდებობიდან გადადგა. მათ შორის საუბარია "აფხაზეთის მოქალაქეობის უკანონო მასობრივი დარიგების ფაქტებზე, საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე", "ხელისუფლებაში მეორე ვადით დარჩენის სურვილით, რამაც ღრმა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია". 

ასევე "არუაას" წევრები ანქვაბის საქმიანობას უკავშირებენ "ციტრუსის კამპანიის ჩავარდნას", "აფხაზური ჩაის განადგურებას", "გაუთავებელი ენერგეტიკული კრიზისს", "პანდემიისადმი უყურადღებო დამოკიდებულებას" და სხვ.
აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაცია თვლის, რომ მომავალი თაობა, "გააუქმებს ანქვაბის ყველა ჯილდოს და წოდებას და სწორად შეაფასებს მის საქმიანობას".

ინფორმაციისთვის, "აფხაზეთის უმაღლესი ჯილდო" ხვადასხვა წლებში გადაეცა ფაზილ ისკანდერს, ვლადიმირ არძინბას, ედუარდ კოკოითის, დანიელს ორტეგას, ბაშარ ასადს, სერგეი შოიგუს, ვლადიმირ პუტინს და დიმიტრი მედვედევს.



Print