ახალი ამბები
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეები დაიღუპნენ
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 4 აფხაზი მოხალისე დაიღუპა. ინფორმაციას ტელეგრამ არხი Абхазия центр ავრცელებს. ამავე ცნობით, ავდეევკასთან დაღუპულები, "პიატნაშკას" ბატალიონის წევრები იყვნენ, ასახელებენ მათ ვინაობასაც, არიან დაჭრილებიც.

გამოცემა "აფსნიპრესის" სამი დაღუპულის შესახებ იუწყება. მათივე ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" ხელმძღვანელს, ლევ კვიცინიას, დონბასიდან სამი ცხედრის გადმოსვენების ორგანიზება დაავალა.

"სამწუხაროდ, ცხედრების გამოტანა დაღუპვის ადგილიდან ვერ მოხერხდა, ამიტომ მათი სამშობლოში გადმოსვენება შეუძლებელია. მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს ბიჭებთან, რეგულარულად ვიღებთ ინფორმაციას. როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდება, გავემგზავრებით დნრ-ში და ჩამოვასვენებთ დაღუპულთა ცხედრებს სამშობლოში", - განაცხადა კვიცინიამ.

დეკემბრის დასაწყისში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა კრასნოდარიდან სოხუმში აფხაზი მოხალისის ბესლან ტაბაღუას ცხედარი გადაასვენეს. უწყების ცნობით, 24 წლის გალის მცხოვრები დონბასში დაიღუპა, სადაც უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძოდა. ბესლან ტაბაღუას გალში დაკრძალეს.

მანამდე უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთიდან მებრძოლი სამი მოხალისე დაიღუპა: ახრა კირკიტაძე, არტურ კირკიტაძე და ლორან სმირი.

ამავე თემაზე:


უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი გალელი მოხალისე დაიღუპა





Print