ახალი ამბები
ფოთში ქარმა ხე წააქცია - დაშავდა 1 ადამიანი
ფოთში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა. ახალგაზრდა ქალი ფოთის მერიის თანამშრომელია და ადგილზე სტიქიის შედეგების გადასაღებად იყო მისული. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანება, მათ შორის მოტეხილობები აქვს.

"ვიმყოფებოდით კლინიკაში, ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. აქვს მრავლობითი მოტეხილობები, თუმცა, შინაგანი დაზიანებები არ აქვს. ამ წუთებში ის ქუთაისის კლინიკაში გადაყავთ", - უთხრა მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გიორგი გუგუჩიამ.

ფოთში სტიქიამ საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები დააზიანა, მოგლეჯილია ხეები.


Print