რეგიონი
ფოთში ბავშვთა საავადმყოფოს ეზოში შენობა დაიწვა
ფოთში, ბავშვთა საავადმყოფოს ეზოში განთავსებული შენობა, რომელიც ამ ეტაპზე უფუნქციოა, დაიწვა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ლიკვიდირება სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა მოახერხეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
Print