ახალი ამბები
ზუგდიდში ყოფილი ჩაის პლანტაციის ტერიტორია დაიწვა
ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში, ყოფილი ჩაის პლანტაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გაუფრთხილებლობის გამო ხანძარი გაჩნდა. დამწვარია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. 

ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე ორი სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.
Print