ახალი ამბები
აფხაზეთიდან რუსეთში "ექსპორტზე" 35 ათასი ტონა ციტრუსი გაიტანეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან რუსეთში ამ დროდე 35 ათასი ტონა მანდარინი გაიტანეს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 19 ათას ტონას შეადგენდა, წერს "აფსადგილ ინფო" ადლერის საბაჟოზე დაყრდნობით.

ამავე ცნობით, მანდარინის გარდა, მეწარმეებმა "ექსპორტზე" გაიტანეს ფორთოხალი (200 ტონა), ლიმონი (500 ტონა).

"მთლიანობაში, სასოფლო-სამეურნეო სეზონის დასაწყისიდან (2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვები) აფხაზეთიდან რუსეთში გავიდა დაახლოებით 37 ათასი ტონა ხილი და ბოსტნეული. რუსეთში ციტრუსოვანი პროდუქტების გატანა დაახლოებით თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოცემა წერს, რომ 2021-2022 წლებში (ოქტომბერი-თებერვალი) აფხაზეთიდამ 22 ათას ტონამდე მანდარინი გავიდა "ექსპორტზე".





Print