ახალი ამბები
ენმ არ არის მელიას ან ხაბეიშვილის პარტია, ის ღირებულელების და ფასეულობების პარტიაა - ანა წითლიძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ არის ერთი კონკრეტული პირის, მელიას ან ხაბეიშვილის პარტია, ის ფასეულობების, ღირებულებების, თავისი ამომრჩევლისა და სააკაშვილის პარტიაა", - ამის შესახებ ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამეტის დეპუტატმა და ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ განაცხადა. კითხვაზე, როგორ განაგრძობს მუშაობას ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პირობებში პარტიის ადგილობრივი ოფისი, როცა წევრების უმრავლესობამ მხარდაჭერა ნიკა მელიას გამოუცხადა, წითლიძე განმარტავს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

"მუდმივად იყო აზრთა სხვადასხვაობა, წინა არჩევნების დროსაც, თუმცა ჩვენთან სახელებსა და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს. პატივს ვცემთ ამომრჩევლის პოზიციას და განვაგრძობთ ბრძოლას რუსული ოცნების წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ სხვა პარტიებმა უნდა ისწავლონ ენმ-სგან, როგორ ჩაატარონ შიდა პარტიული არჩევნები. ვულოცავ გამარჯვებულს. ეს პასუხისმგებლობაა და არა ზეიმი, და ვუსურვებ, ამომრჩევლის ეს იმედები გაამართლოს", - თქვა ანა წითლიძემ.

შიდა პარტიული არჩევნების შედეგად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდი მიხეილ სააკაშვილის პარტიის ერთგულად დარჩება - მაია კალანდია
Print