ახალი ამბები
დისტანციურად თავს ვერ დავიცავ - ბადრი ესებუა სასამართლო სხდომებზე დასწრებას ითხოვს
ზუგდიდის რაიონული სასამართლოში ბადრი ესებუას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა უკვე დასრულებულია. პროკურატურამ სასამართლოს ახალ ბრალთან დაკავშირებით მიმართა, რომელიც დაკავების მომენტში ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას ეხება. ესებუას ბრალი ამ საქმეზე, ბათუმის ციხეში გუშინ წარუდგინეს. 

ბადრი ესებუა პროცესს, ბათუმის პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად დაესწრო. ბრალდებულმა სასამართლოზე პირადად დასწრება მოითხოვა, რადგან მისი თქმით ასეთ ფორმატში თავს ვერ დაიცავს. 

მოსამართლის თქმით, ვინაიდან ბრალდებული, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფება, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ხელმეორედ შეეფარდოს.

რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესს დაკავებულის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

ესებუა 8 თებერვალს, გამთენიისას, ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.


ამავე თემაზე: 

პროკურატურამ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა

ბადრი ესებუა ჩემს სახლში შემოსულა და მალევე დაიჭირეს - ომიანე ჯიქია

ესებუას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია, პერიოდულად იყო აფხაზეთში - ადვოკატი

ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
Print