ახალი ამბები
ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ძაღლის ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა
ზუგდიდის სოფელ კახათში, იანვრის თვეში, ძაღლის ცოფით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაუდასტურეს. ამავე ცნობით, ვირუსი პატრონიან ცხოველს ჰქონდა და მას შესაბამისი ვაქცინაცია არ ჰქონდა ჩატარებული.

"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულმა სამსახურმა განახორციელა ვაქცინაცია დადგენილ პერიმეტრზე და ყველა საპრევენციო ღონისძიება. მოვუწოდებთ მოსახლეობას დროულად ჩაუტარონ ვაქცინაცია საკუთარ ცხოველებს", - გვითხრეს უწყებაში.

ზუგდიდში ცოფის შემთხვევა ბოლოს 2019 წელს დადასტურდა. 

გასულ წელს რეგიონის მასშტაბით ცხოველის ცოფით დაავადების სამი შემთხვევა აბაშაში გამოვლინდა.
Print