ახალი ამბები
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა
აღმაშენებლის ქუჩაზე ჯიპის ტიპის ავტომანქანა შუახნის ქალს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა.  ადგილზე იმყოფებიან სახანხრო-სამაშველო ბრიგადები და სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების ჯგუფი. მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები.

ქალს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება, თუმცა, ის კონტაქტურია.

"აქვე ცხოვრობს და მაღაზიაში იყო გადასული. მანქანა მაშინ დაეჯახა, როცა სახლში შედიოდა", - უთხრა "ათინათს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

დაშავებული ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყავთ.


შენიშვნა: მასალის თავდაპირველ ვერსიაში, მითითებული გვქონდა თვითმხილველების ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მძღოლი ადგილიდან იყო მიმალული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
Print