ახალი ამბები
მკვლელობისთვის დაკავებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს - ადვოკატი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს ბრალი წარედგინა. გამოძიებამ 30 წლის ზანდა უბილავას 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლი გააცნო.

ადვოკატის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ უბილავა თავდაპირველად არ უარყოფდა ჩადენილ ქმედებას, ახლა ის დუმილის უფლებას იყენებს.

ხობის რაიონში სოფელ ხამისკურში 48 წლის ხათუნა ლაზარიას ცხედარი ორი დღის წინ იპოვეს. მას დაზიანებები თავის არეში ქვით ჰქონდა მიყენებული.

მისი მკვლელობისთვის ქალი პოლიციას მომხდარიდან რამდენიმე საათში თავად ჩაბარდა. მომხდარის მოტივად თანხა სახელდება.


ამავე თემაზე: 

ხობში ნაპოვნი ქალი ზუგდიდელია - პოლიციამ მისი მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავა
Print