ახალი ამბები
ზუგდიდთან დამეგობრებული უკრაინული ქალაქის მხარდასაჭერად პოეზიის საღამო გაიმართება
კამპანია "ზუგდიდი პოკროვსკისთვის" ფარგლებში, შაბათს, სოციალური კაფე "მეგო-ბარი" პოეზიის საღამოს უმასპინძლებს. საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ პოეტები ზეინაბ სარია, გიორგი შონია და ნიკა ლაშხია. ისევე, როგორც გასულ კვირას გამართულ კონცერტზე, ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს სიმბოლური 5 ლარის გადახდა მოუწევთ, რომელიც ზუგდიდთან დამეგობრებული უკრაინული ქალაქის მხარდასაჭერ ფონდში გადაირიცხება. 

პოეზიის საღამო "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდმა" დაგეგმა. ღონისძიება 16:30-ზე დაიწყება.

"ჩვენ სხვადასხვა აქტივობები გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი შაბათს დაგეგმილი პოეზიის საღამოა. გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი შემოუერთდეს ამ წამოწყებას და კამპანიის დასასრულს გვქონდეს ყველა ის რესურსი, რითაც შევძლებთ ომით დაზარალებული ქალაქის დახმარებას. საფასური შეგიძლიათ რაიმე ისეთი ნივთითაც გადაიხადოთ, რასაც მერე ჩვენ გამოფენა-გაყიდვაზე გავიტანთ", - გვითხრა ფონდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ.

"სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი" სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი აქტივისტების ინიციატივით ზუგდიდში უკვე რამდენიმე კვირაა დაფუძნდა. ფონდის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

დახმარების სურვილის შემთხვევაში თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ანგარიშებზე: 

თიბისი ბანკი: GE39TB7290236080100014

საქართველოს ბანკი: GE85BG0000000541617501
Print