ახალი ამბები
კორცხელში მინივენი გზიდან გადავარდა
ზუგდიდის სოფელ კორცხელში მინივენი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მგზავრი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათივე თქმით, სხვა მგზავრები თავს კარგად გრძნობენ.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს ეს მანქანის მოცურების უკვე მეორე შემთხვევაა. მანამდე, სავალი გზიდან სატვირთო მანქანა მოცურდა.


ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და პოლიცია.
Print