ახალი ამბები
ანაკლიის გზაზე ავარიის გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
ზუგდიდის სოფელ ინგირში დისტრიბუციის მიკროავტობუსი და "შკოდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე თქმით, დროებით შეფერხდა მოძრაობა ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელ გზაზე. ამ ეტაპზე ,აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება თავისუფალია.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
Print