ახალი ამბები
რუხში ავარიის შედეგად 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა
ზუგდიდის სოფელ რუხში "სუბარუს" მარკის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გარეგანათების ბოძს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს, თუმცა კონტაქტურები იყვნენ. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
Print