ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში 15 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

ჯამში აღნიშნული სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 66.2 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.

ამ ეტაზე ტენდერი გამოცხადდა შემდეგი სკოლების მშენებლობაზე:

ზუგდიდში ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა,

ქალაქ წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა,

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის თემის №2 საჯარო სკოლა, საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლა (ოპტიმიზირებული კორპუსი),

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრას, იდლიანისა და იფარის საჯარო სკოლები,

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის №1 საჯარო სკოლა,


რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბა ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა,

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმის, ნაფიჩხოვოს, კირცხის საჯარო სკოლები,


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარის შერწყმული გულეიკარის დაწყებითი კორპუსი,

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლა,

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლა.


Print