ახალი ამბები
წიგნები და ყვავილები პოკროვსკისთვის - ზუგდიდში გამოფენა-გაყიდვა დაიგეგმა
17 მარტს ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში საქველმოქმედო გამოფენა-გაიმართება. "წიგნები და ყვავილები პოკროვსკისთვის" - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც ზუგდიდთან დამეგობრებული და ომით დაზარალებული უკრაინული ქალაქის, პოკროვსკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ორგანიზატორების განმარტებით, საგამოფენო სივრცის სტუმრებს სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების და ქოთნის ყვავილების შეძენა შეეძლებათ, შემოსული თანხა "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება.

"სულ უფრო ცოტა დრო რჩება კამპანიის დასრულებამდე, მიზანთანაც ძალიან ახლოს ვართ. პოკროვსკისთვის კიდევ ერთ გამოფენა-გაყიდვას ვაწყობთ. შეგიძლიათ გვესტუმროთ და შეიძინოთ წიგნები და ქოთნის ყვავილები. ასევე, შეგიძლიათ თქვენც მოიტანოთ და გვაჩუქოთ წიგნები და ყვავილები, რომელსაც ადგილზევე გავყიდით", - ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

გამოფენა-გაყიდვა 12-დან 17 საათამდე გაგრძელდება.

ზუგდიდის მეგობარი ქალაქის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშებზეც შეუძლიათ;

TBC ბანკი

ლარის ანგარიში - GE39TB7290236080100014
ევროს ანგარიში - GE62TB7290236180100004
დოლარის ანგარიში - GE89TB7290236180100003

საქართველოს ბანკი 

ლარი/დოლარი/ევრო GE85BG0000000541617501

მიმღები : ააიპ "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი"


ამავე თემაზე: 

უკრაინული ქალაქის მხარდასაჭერად "ზუგდიდი მოლში" საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

ზუგდიდთან დამეგობრებული უკრაინული ქალაქის მხარდასაჭერად პოეზიის საღამო გაიმართება

#ზუგდიდიპოკროვსკისთვის-კამპანია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად

Print