ახალი ამბები
უკრაინული ქალაქისთვის ზუგდიდში მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა (ფოტო)
ზუგდიდის სამხატვრო გალერეასთან "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის" ორგანიზებით ყვავილებისა და წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საინიციატივო ჯგუფის წევრების განმარტებით, ამჯერად თანხა რუსეთის აგრესიით დაზარალებულ ქალაქში გენერატორების გადაგზავნისთვის გროვდება.

"ხუთი გენერატორი ფაქტობრივად ნაყიდი გვაქვს და ახლა რასაც ვაკეთებთ, ეგ არის საჭირო ტრანსპორტირებისთვის, რითაც ჩავიტანთ დანიშნულების ადგილას. მნიშვნელოვანია ის, რომ მოქალაქეები გამოდიან და ვინც ხედავს ლურჯ და ყვითელ ფერებს, წარწერას "დახმარება პოკროვსკისთვის" კეთილგანწყობილია და ცდილობს რამე მაინც შეიძინოს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები გვეხმარებიან, პირველივე დღიდან ჩართულები არიან ჩვენს მიერ განხორციელებულ ნებისმიერ აქციაში და აქტიურად ეწევიან დახმარებას, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენი მოძმე ქალაქის, პოკროვსისთვის", - უთხრა რადიო "ათინათს" დავით ლოგუამ.მისივე თქმით, სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების და ქოთნის ყვავილების გაყიდვით შემოსული თანხა "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება."ვფიქრობ ახალგაზრდების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ინიციატივებში. მეც და ჩემი სხვა მეგობრები, სტუდენტები ყველა ღონისძიებაში ვიღებდით მონაწილეობას, რომელიც ზუგდიდთან დამეგობრებული ქალაქის თანადგომას ისახავდა მიზნად. მეგობრები არასდროს არ ტოვებენ ერთმანეთს გასაჭირში - ზუგდიდთან დამეგობრებული ქალაქის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი მგონია", - აღნიშნა აქციაზე მყოფმა სტუდენტმა სალომე გამისონიამ.ზუგდიდის მეგობარი ქალაქის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშებზეც შეუძლიათ:

TBC ბანკი


ლარის ანგარიში - GE39TB7290236080100014
ევროს ანგარიში - GE62TB7290236180100004
დოლარის ანგარიში - GE89TB7290236180100003

საქართველოს ბანკი

ლარი/დოლარი/ევრო GE85BG0000000541617501

მიმღები : ააიპ "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი"


ამავე თემაზე: 

უკრაინული ქალაქის მხარდასაჭერად "ზუგდიდი მოლში" საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

ზუგდიდთან დამეგობრებული უკრაინული ქალაქის მხარდასაჭერად პოეზიის საღამო გაიმართება

#პოკროვსკისთვის - საქველმოქმედო საღამო ზუგდიდში (ფოტო)
Print