ახალი ამბები
მოწმე: თავდასხმის დროს სამზარეულოში ვიმალებოდით, მოშარდვამაც იქვე მოგვიწია
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას პროცესზე მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. დღეს დაიკითხა მოწმე, რომელიც მთელი სპეცოპერაციის განმავლობაში სხვა 6 პირთან ერთად სამზარეულოში იმალებოდა, რადგან ვერანდაზე გასვლა ვერ მოასწრო.

"თავდასხმის დროს მეორე სართულზე ვიყავი. გასროლის ხმა რომ გავიგე, გაირკვა, რომ შეიარაღებული პირი იყო შემოჭრილი. ვერანდაზე გასვლა შემოგვთავაზა საშვიანმა პირმა, თუმცა რამდენიმემ ვერ მოვასწარით და იქვე, სამზარეულოში დავიმალეთ. გვესმოდა, როგორც საუბრობდა ხანდახან თავდამსხმელი ტელეფონზე და ითხოვდა ფულს, ვერტმფრენსა და უსაფრთხო გასვლას. მერე გალდავას შემოსვლაც გავიგეთ. რომ დატოვეს ტერიტორია, მაშინ გამოვედით, თუმცა მანამდე მოკლე მაისურებით კონდინციონერიან ოთახში ვიყავით, სადაც საკმარისი სკამიც არ იყო. სამწუხაროდ, მოშარდვამაც მოგვიწია იქ, რისთვისაც ჩვენთან მყოფ ქალებს ბოდიშიც მოვუხადეთ. შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს", - აღნიშნა მოწმემ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ნაწილში ბადრი ესებუა თავს დამნაშავედ ცნობს და ბრალს აღიარებს. საუბარია 8 თებერვლის ეპიზოდზე, როცა ძებნილი ის ჯიხაშკარში დააკავეს. 

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.


ამავე თემაზე: 

მოწმე ბადრი ესებუაზე: „ჩემს თვალში ცხოველი ზის აქ“

გალდავა ესებუაზე: პირველივე პროცესიდან ხმით ვიცანი, მის ხმას მილიონ კაცში გამოვარჩევ

"გვითხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა" - დეტექტივი ბადრი ესებუას შესახებ

ბადრი ესებუას საქმეზე მისი კრედიტ-ოფიცერი გამოიკითხა

ბადრი ესებუა პოლიციელზე: ჩემი დაკავების შესახებ ყველაფერს იტყუება

ბადრი ესებუამ ადვოკატ კობაიძის მიერ მის დაცვაზე უარი თქვა

დისტანციურად თავს ვერ დავიცავ - ბადრი ესებუა სასამართლო სხდომებზე დასწრებას ითხოვს

პროკურატურამ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა

ჩემი შვილი უდანაშაულოა - ბადრი ესებუას მამა

ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

შსს ბადრი ესებუას დაკავებას ადასტურებს (ვიდეო)




Print