ახალი ამბები
რუსეთში "აფხაზეთის ელჩი" ხვალ პუტინს "რწმუნებათა სიგელს" გადასცემს
რუსეთში "აფხაზეთის ელჩი" ალხას კვიცინია 5 აპრილს რწმუნებათა სიგელს გადასცემს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. მისი განცხადებით, ის კრემლშია მიწვეული რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე.

"აფსნიპრესის" ინფორმაციით, უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრეს - მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უცხოელი დიპლომატების მიერ რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონია მიმდინარე კვირაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 17-18 ახალი ელჩი მიიღებს.

გამოცემის ცნობით,  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ბრძანებულებით, "აფხაზეთის ელჩს რუსეთში" ალხას კვიცინიას მიენიჭა "საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური წოდება".

პარტია "ამცახარას" ყოფილი ლიდერი ალხას კვიცინია რუსეთში "აფხაზეთის ელჩად" 2022 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე "მოსკოვში აფხაზეთის ელჩი" იგორ ახბა იყო. 2021 წლის დეკემბერში ის ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს" სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.


ამავე თემაზე:


მოსკოვში "აფხაზეთის ელჩად" ალხას კვიცინია დაინიშნა
Print