ახალი ამბები
მოსკოვში "აფხაზეთის ელჩად" ალხას კვიცინია დაინიშნა
რუსეთში "აფხაზეთის ელჩად" ალხას კვიცინია დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი, წერს "ეხო კავკაზა".
კვიცინია პარტია "ამცახარას" ყოფილი ლიდერია. ის "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან მიმდინარე წლის 12 აგვისტოს გადადგა.

გადადგომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში კვიცინია ამბობს ბჟანიამ მისი საქმიანობა ასე შეაფასა: "თავი ვერ გაართვა" და აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უარი თქვა მისთვის შეთავაზებულ სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე.

ალხაზ კვიცინიამ მოქმედ "პრემიერ-მინისტრთან", ალექსანდრე ანქვაბთან და ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკის მხარეს მებრძოლ ახრა ავიძბასთან ერთად, გადამწყვეტი როლი ითამაშა 2020 წლის მოვლენებსა და, შესაბამისად, ასლან ბჟანიას "გაპრეზიდენტებაში".

2019 წლის 8 სექტემბერს "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტურში ალხას კვიცინია რაულ ხაჯიმბას კონკურენტი იყო და დამარცხდა. კვიცინიამ ხაჯიმბას გამარჯვება არ აღიარა და სასამართლოს მიმართა. 9 იანვარს ოპოზიციამ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავა.

2020 წლის 10 იანვარს "აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ" დააკმაყოფილა კვიცინიას საკასაციო საჩივარი, რომლითაც არჩევნების შედეგები გააუქმა.

12 იანვარს "ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი - 22 მარტი გამოაცხადა". იმავე საღამოს რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა. 2020 წლის მარტში "საპრეზიდენტო არჩევნებში" ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. კვიცინია "პრეზიდენტის ადმინისტრაციას" 2020 წლის 24 აპრილამდე ხელმძღვანელობდა.

მანამდე "მოსკოვში აფხაზეთის ელჩი" იგორ ახბა იყო. 2021 წლის დეკემბერში ის ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს" სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
07 / მაისი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება, წერს „ეხო კავკაზა“.
07 / მაისი 2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2024 წლის პირველ კვარტალში (იანვარ-მარტი)18 441 ვიდეოჯარიმა აღირიცხა.
07 / მაისი 2024
სოფელ ნაკრაში ორ მაისს მდინარე ნაკრაში გადავარდნილი სამი მოზარდიდან კიდევ ერთის, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი იპოვეს. ის დღეს დილით, გამთენიისას ნაკრაში მდებარე პატარა ჰესთან აღმოაჩინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.