ახალი ამბები
ბანკზე თავდასხმელისა და ბადრი ესებუას ხმები იდენტურია - ექსპერტი
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას პროცესზე ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც ბადრი ესებუასა და “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელის ხმა ერთმანეთს შეადარა. მისი თქმით, ექსპერტიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ თავდამსხმელისა და ესებუას ხმები იდენტურია.

მანამდე სასამართლომ არ დააკმაყოფილა ესებუას უფლებადამცველების შუამდგომლობა ხმის ნიმუშების გამოთხოვის შესახებ, რათა ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარებულიყო. შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარეც. სასამართლომ კი განმარტა, რომ ერთხელ უკვე უარყოფილ შუამგობლობაზე მეორედ ვეღარ იმსჯელებს.

ადვოკატი სოსო ჯანაშია მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით დაცვის მხარისთვის შეჯიბრებითობის პრინციპი ირღვევა. მან მანამდეც არაერთხელ განაცხადა, რომ ჩნდება ეჭვი მტკიცებულებების ფალსიფიცირების შესახებ. 

ამავე თემაზე:

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის და ბადრი ესებუას სუნის ნიმუშები იდენტურია - ექსპერტი

ბადრი ესებუას პროცესზე ვიდეო მტკიცებულებებს იკვლევენ

იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის ბადრი ესებუას 4 წელი მიესაჯა
Print