ახალი ამბები
საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის და ბადრი ესებუას სუნის ნიმუშები იდენტურია - ექსპერტი
ექსპერტ გიორგი ტაბატაძის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ბანკზე თავდასხმის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სკამიდან, ასევე, ავტომობილიდან, რომლითაც თავდასხმელი ბანკში მივიდა და მანქანიდან, რომლითაც ბანკი დატოვა, აღებული სუნის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ბადრი ესებუას სუნის ნიმუშებთან.

სუნის ნიმუში ესებუას 28 თებერვალს ბათუმის ციხეში აუღეს.

გიორგი ტაბატაძე კი შსს-ს ექსპერტია, რომელმაც ოდოროლოგიური ექსპერტიზა ჩაატარა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ წყლის მოხვედრის შემდეგ სუნის ნიმუში წაიშალოს, ექსპერტმა განმარტა, რომ ეს კვლევის საგანია, რადგან, შესაძლოა წაიშალოს, თუმცა, ასევე, შესაძლოა, დაილექოს.

მოწმეების ჩვენებიდან დასტურდება, რომ ავტომობოლიდან, რომლითაც თავდამსხმელი მძევლებთან ერთად გადაადგოლდებოდა, შეიარაღებულმა პირმა ქვეშაგები, ე.წ. კოვრიკები წყალში ამოავლებინა.

ბადრი ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის განხილვა გრძელდება

ბადრი ესებუას პროცესზე ვიდეო მტკიცებულებებს იკვლევენ

"გვითხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა" - დეტექტივი ბადრი ესებუას შესახებ

ბადრი ესებუას საქმეზე მისი კრედიტ-ოფიცერი გამოიკითხა

ბადრი ესებუა პოლიციელზე: ჩემი დაკავების შესახებ ყველაფერს იტყუება

სოსო ჯანაშია - ტყუილია, რომ ბადრი ესებუა შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.