რეგიონი
გამსახურდიას გამზირიდან კედიასა და მეუნარგიას ქუჩისკენ ავტომობილების მოძრაობა აღდგა
დღეიდან ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირიდან კედიასა და მეუნარგიას ქუჩების მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად განახლდა. ამ დრომდე აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტით მოსიარულეებისთვის მოძრაობა ცალმხრივი იყო. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

კედიას ქუჩის დასაწყისში უკვე გაუქმებულია შესაბამისი საგზაო ნიშანიც.


Print