ახალი ამბები
ზუგდიდი - თბილისის მატარებელი გასვლიდან ორ საათში ინგირში დგას
ზუგდიდი - თბილისის სამგზავრო მატარებელი, რომელიც განრიგით 17:25 წუთზე უნდა გასულიყო, თითქმის ორი საათია, რაც ინგირშია გაჩერებული. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ერთ - ერთმა მგზავრმა მიაწოდა.

"სადგურიდან დროზე ვერ გავიდა მატარებელი, დავიძარით და მალევე ისევ გავჩერდით ქალაქის ტერიტორიაზე, 18 საათსა და 40 წუთზე დავიძარით ისევ, ახლა კი ინგირში ვდგავართ, აქამდე, გვითრხეს, რომ დაბალი ძაბვის გამო შევფერხდით", - გვითხრა მან.

საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელექტროგადამცემის ხაზია დაზიანებული და ძაბვის მიწოდების პრობლემაა, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემის აღმოსფხვრელად, რის შემდეგაც, მათი თქმით, მატარებელი დაიძვრება.

Print