ახალი ამბები
ზუგდიდში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მშობლების მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა
ზუგდიდის სკეიტ პარკში, 18:30 წთ-ზე აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების სოლიდარობის აქცია გაიმართება, სადაც აღნიშნული დიაგნოზის მქონე პირებისთვის მედიკამენტის დაფინანსებას მოითხოვენ.  აქციის ორგანიზატორები მშობლები არიან.

,,მედიკამენტი Vozoritide უკვე ლიცენზირებულია და ხელმისაწვდომია 20-ზე მეტი ქვეყნის ბავშვებისათვის. მედიკამენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია “აქონდროპლაზიის" სინდრომის მქონე ბავშვებისთვის და მის მიღებას მხოლოდ 14-16 წლის ასაკამდე აქვს შედეგი. ამიტომაც მათთვის ყოველი წუთი და დღე წამლის გარეშე დაკარგულია. გთხოვთ, შემოგვიერთდეთ პროტესტში 25 აპრილს, 18:30 საათზე”, - ვკითხულობთ აქციის ანონსში.

აღნიშნული მოთხოვნით აქცია თბილისში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.
Print