ახალი ამბები
ყველაზე სუფთა ქალაქი ზუგდიდი, სოფელი კი ჭაქვინჯი გახდა
2022 წლის ყველაზე სუფთა ქალაქად ისევ ზუგდიდი დასახელდა. ყველაზე სუფთა სოფლის ნომინაციაში კი სოფელმა ჭაქვინჯმა გაიმარჯვა.

ზუგდიდსვე ხვდა ყველაზე ლამაზი ეზოს ნომინაციაში გამარჯვებაც.

კახა ტურავას ეზო

ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კონკურსი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, თბილისის საკრებულოს შენობაში ჩატარდა.

დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ულრიკ ტიდესტრომი - შვედეთის ელჩი საქართველოში, ერიკ ილლეს - შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოლომონ პავლიაშილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ჯგუფის წევრები.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავებას“ ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ მალაშხია და ჭაქვინჯის მაჟორიტარი დეპუტატი ჯონი ჯიქია ესწრებოდნენ.

კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური სიგელი ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავებას“ ცენტრის ხელმძღვანელ ნუგზარ მალაშხიას გადაეცა.

კონკურსი პირველად 2015 წელს ჩატარდა.ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა წელს რამდენჯერმე მოიპოვა გამარჯვება, მათ შორის ყველაზე სუფთა ეზოს და სოფლის ნომინაციებშიც.

ამავე თემაზე:

ზუგდიდი კვლავ ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად დასახელდა

ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი ზუგდიდი, სოფელი კი ზედა ეწერი გახდა

წლის „კორპუსის ეზო“ - გამარჯვებული ქუჯის ქუჩიდან (ფოტო)

ყველაზე სუფთა ქალაქი ზუგდიდი, სოფელი კი ორსანტია გახდა

ზუგდიდი 2018 წლის ყველაზე სუფთა ქალაქად დასახელდა (ფოტო)


Print