ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზარი მოვაჭრეებს დაკეტილი აქვთ
ზუგდიდის ბაზარი დილიდან არ გაღებულა, ამის მიზეზი აქციაა, რომელსაც შიდა მოვაჭრეები ბაზრის კართან მართავენ. ისინი ამბობენ, რომ მათ მუშაობაში ხელს გარე მოვაჭრეები უშლიან და მერიასა და შესაბამის სამსახურებს რეაგირებას სთხოვენ.

ისინი ითხოვენ ასევე უფლებამოსილ პირებთან შეხვედრას, რადგან როგორც ამბობენ არაერთხელ მიიღეს პირობა, რომ გარე ვაჭრობა აიკრძალებოდა.

ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის შიდა მოვაჭრეები განმარტავენ, რომ გარე ვაჭრობის გამო, მათი როგორც ვაჭრობა არის შემცირებული, ასევე პრობლემები ექმნებათ გადასახადებთან დაკავშირებით და არათანაბარ პირობებში მუშაობენ.

აქცია გრძელდება, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები

Print