ახალი ამბები
აფხაზეთში ქრისტინა თაკალანძეს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, 25 წლის ზუგდიდში დაბადებულ ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საოკუპაციო რეჟიმი თაკალანძეს "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობას" ედავება.

გადაწყვეტილება "მოსამართლე" ბესლან ბერულავამ დღეს, 5 მაისს გამოაცხადა.

თაკალანძე 2022 წლის ივლისში "ჯაშუშობის" ბრალდებით გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დააკავეს.


ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის უკანონოდ დაკავება მაშინვე დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს - ში განაცხადეს, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.






Print