ახალი ამბები
წალენჯიხაში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
წალენჯიხის სოფელ ობუჯში ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, დაზარალებულ ოჯახს წალენჯიხის მერია მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს.

ცეცხლის ლოკალიზებას ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცდილობდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
Print