ახალი ამბები
ზუგდიდელი მოჭადრაკე ანდრია ჯახაია საქართველოს ჩემპიონი გახდა
8-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონი ზუგდიდელი ანდრია ჯახაია გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, საქართველოს რიგით 32-ე ჩემპიონატი 29 აპრილს დაიწყო და დღეს სრულდება.

შეჯიბრი 3 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა, როგორც გოგონათა, ისე ჭაბუკებს შორის. მასში მონაწილეობა 200-მდე მოჭადრაკემ მიიღო.
Print