ახალი ამბები
თაბუკაშვილის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგა
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დღეს დილის 8 საათიდაან ორმხრივი მოძრაობა აღდგა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ორმხრივი მოძრაობა თაბუკაშვილის და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთიდან თაბუკაშვილის ქუჩის და ზვიად გამსახურდიას გამზირის კვეთამდე იქნება შესაძლებელი.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში ცალმხრივად იყო ნებადართული.


Print