ახალი ამბები
რა ღონისძიებები გაიმართება დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში
ზუგდიდის მერიამ გამოაქვეყნა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართი ღონისძიებების განრიგი.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრალურ ბულვარში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დღის ორ საათზე დაიწყება. დაგეგმილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა საბავშვო სივრცე, სადაც გაიმართება თამაშები, მასტერკლასები, საპნის ბუშტების შოუ, სახის მოხატვა. ასევე, მოსულ სტუმრებს დახვდებათ მეგრული სამზარეულო შეფ მზარეულ ლუკა ნაჭყებიასთან ერთად და კულინარიული კონკურსები.

ჩატარდება კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა, გამოიფინება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა.

17:10 წთ-ზე, როცა 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა, იქნება საზეიმო აღნიშვნა.

ღონისძიებებს ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი დაასრულებს.


Print